“ჩვენთვის მთავარი ინტერესია, გავიგოთ, როგორ მოერია ევროპის ჩემპიონს გიგი უგულავა” – თბილისის საქალაქო სასამართლოში უგულავას პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას პროცესი იმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეში დაზარალებულად ცნობილ ძიუდოისტს, ბადრი გავაშელიშვილს დაკითხავენ.

უგულავას ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, მათი მთავარი ინტერესია, გაიგონ, როგორ მოერია ევროპის ჩემპიონს გიგი უგულავა.

„ჩვენი ინფორმაციით, დღეს ევროპის ჩემპიონი მობრძანდება სასამართლოში და მისცემს ჩვენებას. საინტერესოა, მან თავად გადმოსცეს, როგორ მოერია გიგი უგულავა, როგორ სცემა მას და როგორ მიაყენა დაზიანებები. ჩვენთვის მთავარი ინტერესია, გავიგოთ, როგორ მოერია ევროპის ჩემპიონს გიგი უგულავა”, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები