თამარ გაბუნია: ინფიცირების მაჩვენებელი 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი – ერთხელ ვაქცინირებულ პირებში
“ინფიცირების მაჩვენებელი 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი – ერთხელ ვაქცინირებულ პირებში”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნია ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აიცრან.
„ინფიცირების მაჩვენებელი 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი – ერთხელ ვაქცინირებულ პირებში, რაც კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და, რეალურად, რამდენად დადებითი შედეგი აქვს ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.
ვაქცინაციის მნიშვნელობა უდავოდ და ცალსახად ძალიან მაღალია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და სწრაფად შევუერთდეთ ორჯერ ვაქცინირებულთა რიგებს“, – განაცხადა თმარ გაბუნიამ.