ვლადიმერ ბოჟაძე: ,,პრაიდის” ჩატარების მცდელობის მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის დისკრედიტაცია იყო, თითქოს, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უმცირესობების უფლებების დაცვას

ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ,,პრაიდის” ჩატარების მცდელობის მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის დისკრედიტაცია იყო, თითქოს, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უმცირესობების უფლებების დაცვას. ამის შესახებ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სწორედ ამის წინააღმდეგ იყო მიმართული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და ამიტომაც გახდა პრემიერმინისტრი მასირებული შეტევის სამიზნე.

„ეს დანიშნულება ჰქონდა ,,პრაიდის” ჩატარების მცდელობას, მოეხდინათ სახელმწიფოსა და ეკლესიის დისკრედიტაცია, თითქოს, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უმცირესობების უფლებების დაცვას და თითქოს ძალადობა ეკლესიის სახელით ხორციელდება! სწორედ ამის წინააღმდეგ იყო მიმართული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და სწორედ ამიტომაც გახდა პრემიერმინისტრი მასირებული შეტევის სამიზნე. 2013 წლის მერე არაფერი შეცვლილაო ,,დანანებით” ამბობენ რადიკალური ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის ნაწილი, 8-წლიანი მიზანმიმართული, მრავალმილიონიანი შტურმის მიუხედავად, ვერ დავასუსტეთ ვერც სახელმწიფო და ვერც ეკლესიაო, ვერც ვერასოდეს მიაღწევთ ამას, ვერასოდეს“, – წერს facebook გვერდზე ვლადიმერ ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები