თამარ გაბუნია: დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს, რამდენიმე დღეში „ასტრაზენეკას“ დაპირებული ვაქცინები შემოვა

“დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჯერჯერობით საკმარისი ვაქცინაა იმისათვის, რომ 10-12-კვირიანი ინტერვალით ადამიანები მეორე დოზით აიცრან.

„ასტრაზენეკაზე ვაქცინაცია 10-დან 12 კვირამდე შესაძლებელია ყველგან. რეგიონში შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე ადამიანის თავმოყრა ერთად, რომ თავიდან ავიცილოთ დანაკარგი. 10 ადამიანი თუ არ შეგროვდა ვაქცინაციისთვის, ეს იქნება ვაქცინის არაეფექტური გამოყენება, ამდენად ასეთი დეფიციტური გამოყენების პირობებში ამას ვერიდებით. რაც შეეხება შემოტანის თარიღს, დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ის დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა. ჯერჯერობით საკმარისი დოზა გვაქვს იმისათვის, რომ 10-12 კვირის ეპიზოდზე ყველა აიცრას, ასევე იცრებიან ის პირებიც, ვინც გადაუდებელი საჭიროების გამო, მოგზაურობისთვის ჰქონდათ უკვე ბილეთები აღებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები