თამარ გაბუნია: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილ პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა
კორონავირუსის ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი პორტალი ჩაირთო, თუმცა ვაქცინაციის მსურველები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ დღეს დღის განმავლობაში ხარვეზები ბოლომდე აღმოიფხვრება.
“ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ხარვეზები ვერ აღმოიფხვრა, ამდენად ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი, გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებს”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.