მარინა ენდელაძე: წინა პერიოდში ამდენი ახალგაზრდა მძიმე პაციენტი არ იყო, ეს შტამები წამოვიდა ისე, რომ ახალგაზრდებსაც ამძიმებს

“წინა პერიოდში ამდენი ახალგაზრდა მძიმე პაციენტი არ იყო, ეს შტამები წამოვიდა ისე, რომ ახალგაზრდებსაც ამძიმებს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ,,დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მოიხსნა, მოქალაქეებმა დიდი ქორწილები და ქელეხები მაინც არ უნდა გადაიხადონ.

“წინა პერიოდში ამდენი ახალგაზრდა მძიმე არ იყო. ბრიტანული შტამის დროსაც გვყავდა ჩვენ მძიმე პაციენტები, 21 წლის, 40 წლის. გაახალგაზრდავდა, ზოგადად მაინც ხანდაზმული ჭარბობს, მაგრამ წინა ტალღაზე ახალგაზრდები ისე მძიმე, როგორც ახლა. ეს შტამები წამოვიდა ისე, რომ ახალგაზრდებსაც ამძიმებს. ეს ჯერ კიდევ ამოუცნობი ვირუსია.

შემოდგომაზე შარშანდელ სიტუაციას არ ველოდები, მაგრამ ვფიქრობ, მატება მაინც იქნება. რეგულაციები ალბათ ისევ იქნება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ეს არ უნდა გვჭირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ გაიხსნა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ უნდა გადაიხადოს 500- და 300-კაციანი ქორწილი. ასეთი მოცემულობა შეიქმნა მსოფლიოში, იმას, რასაც ვაკეთებდით ადრე, ყველაფერს ვეღარ გავაკეთებთ. აღარ უნდა იყოს დიდი ქელეხები და ღრეობები და ამ შემთხვევაში არ იქნება დრამატული მატება, როგორიც გვქონდა,” – აღნიშნა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები