ლევან დავითაშვილი: 2030 წლისთვის, დაახლოებით, 300-400 მლნ დოლარამდე იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას ვგეგმავთ

“2030 წლისთვის, ჩვენ დაახლოებით, 300-400 მლნ დოლარამდე იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას ვგეგმავთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე, რა ნაბიჯებია გაწერილი სამინისტროს 10-წლიან გეგმაში იმისთვის, რომ იმპორტის წილს ადგილობრივი წარმოება ჩაენაცვლოს, დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წელს ექსპორტის 30%-იანი ზრდა გვაქვს.
„ერთი ის, რაც მოხდა, მზარდი იმპორტი, რომელიც ქვეყანას გააჩნდა, დაახლოებით, 1,200 მლრდ დოლარის ოდენობით, გაჩერდა. ამასთან ერთად, ფაქტობრივად, 2012 წლიდან მუდმივად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. დღესაც გაუმჯობესებული ბალანსი გვაქვს. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს კარგი შედეგები იყო, მიმდინარე წელს ექსპორტის 30%-იანი ზრდა გვაქვს. როდესაც იმპორტი თითქმის არ გაზრდილა.
რაც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში, 2030 წლისთვის, ჩვენ დაახლოებით, 300-400 მლნ დოლარამდე იმპორტის ჩანაცვლებას ვგეგმავთ, ანუ, ის მილიარდი 200 მლნ დოლარი, რაც ჩვენ გვაქვს, 300-400 მლნ დოლარით შემცირდება. თუმცა, დაახლოებით, 800-900 მლნ დოლარის იმპორტი ქვეყანას უნდა ჰქონდეს, რადგან არსი ეგზოტიკური ხილი და პროდუქტები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები