იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა

იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, „თბილისი ჰუალინგში“ გაიმართა ინტელექტ-კლუბის, „რა? სად? როდის?“ ღონისძიება თემაზე – „წიგნი ჩვენ და გარემო“.

ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს სამგორის რაიონის მე-10 საჯარო სკოლის მე-11-12 კლასის მოსწავლეებმა. ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვება 117-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

ღონისძიების გენერალური სპონსორის, „მეტი დეველოპმენტის“  დამფუძნებლის, პაპუნა ხაზალიას გადაწყვეტილებით, კომპანიის  რჩეული გახდა 180-ე სკოლა, რომლის წარმომადგენლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

ღონისძიების მხარდამჭერი, კომპანია „მეტი დეველოპმენტი“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო შინაარსის აქტივობებში, განსაკუთრებით კი, იმ ტერიტორიებზე, სადაც სამშენებლო მიმართულებით ოპერირებს.

„წიგნი და განათლება არის ის, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი. თითოეული ჩვენგანის ვალი კი ამ მიმართულებით მომავალი თაობის თანადგომა და გაძლიერებაა. კომპანია „ მეტი დეველოპმენტი“ არის მეტი,  ვიდრე მშენებლობა, შესაბამისად, ყოველთვის მზადაა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი თაობის თანადგომით შეუწყოს ხელი“, –  განაცხადა პაპუნა ხაზალიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები