ნათია თურნავა: ჩვენს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან

“ახალი ფრენები ანონსდება, ახალი ავიაკომპანიები შემოდიან ჩვენს ბაზარზე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიური მოლოდინები იქმნება იმ თვალსაზრისით, რომ ის პროცესი, რაც დაწყებულია და ტურიზმის აღდგენა ჰქვია, გაგრძელდება და გაძლიერდება.

„ახალი ფრენები ანონსდება, ახალი ავიაკომპანიები შემოდიან ჩვენს ბაზარზე. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ Oman Air-ი, მნიშვნელოვანი არაბული სახელმწიფოს ავიაგადმზიდავი კომპანია შემოვა და დაიწყებს ფრენებს კვირაში რამდენიმე სიხშირით. ასევე, ივლისიდან უკვე დაბალბიუჯეტიანი ევროპული კომპანიის, “ლუფტჰანზას” შვილობილ კომპანია დაიწყებს კვირაში რამდენიმე სიხშირით ფრენას თბილის დიუსელდორფის მიმართულებით. ასევე, პერმანენტულად შემოგვდის მოთხოვნა სხვადასხვა მოქმედი ავიაკომპანიისგან სიხშირის გაზრდაზე. ეს მთლიანობაში ძალიან პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ის პროცესი, რაც დაწყებულია და ტურიზმის აღდგენა ჰქვია, გაგრძელდება და გაძლიერდება. ჩვენ გვექნება მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილავთ ამ მიმდინარეობას, რა შეიძლება, გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზღვრის კვეთა უფრო ეფექტური და კომფორტული გახდეს და მეტად დავეხმაროთ ეკონომიკას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები