გია ხუხაშვილი: ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება
“გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყოფილ პრემიერსა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერთან, გიორგი გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება.
“გახარიას გამბიტი”
გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა.
ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა, საკუთრივ რიგგარეშე არჩევნების პოსტსაარჩევნო კოალიციაში ,,ქართული ოცნების,, პარტნიორად უფრო უნდა მოვიაზროთ.
შესაბამისად, ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. მთელი დაგროვებული ენერგია მის წინააღმდეგ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გააქტიურდეს”, – წერს ხუხაშვილი.