ღუდუშაური – სამადაშვილს: 6 თვე გველაპარაკებოდით ქუჩის პროტესტებით, კარვებიდან, საყვირებით, მაშინ არ გახსოვდათ, რომ ხალხს უჭირდა?
„ჩვენ ვისმენთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების პოპულიზმით გაჯერებულ გამოსვლებს. როდესაც ხალხზე საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ 6 თვის განმავლობაში გველაპარაკებოდით ქუჩის პროტესტებით, კარვებიდან, საყვირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, ოპონენტების მხრიდან პოპულიზმით სავსე განცხადებები, მაშინ როცა ქვეყნის მთავარი გამოწვევა კოვიდპანდემიაა, არასწორია.
„ჩვენ ვისმენთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების პოპულიზმით გაჯერებულ გამოსვლებს. როდესაც ხალხზე საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ 6 თვის განმავლობაში გველაპარაკებოდით ქუჩის პროტესტებით, კარვებიდან, საყვირებით. რამდენიმე დღეა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, დატოვეთ ფანჩატური და შემოხვედით პარლამენტში. ის ცარიელი ადგილები, რომელიც ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაკუთვნა“. საუბრობენ პოპულიზმით სავსე განცხადებებით, როდესაც გამოწვევაა კოვიდპანდემია და მისგან გამომდინარე შემცირებული სამუშაო ადგილები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩიხში შესული, დესტრუქციული ძალა. მას აქვს ორი ძალიან ცუდი არჩევანი: დაადგეს „ევროპული საქართველოს“ გზას, ან შემობრძანდეს პარლამენტში და ამით აღიაროს მარცხი. მათ ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას და თქვან, რომ აღარ გაიმეორებენ დაშვებულ კატასტროფულ შეცდომებს. გაკეთებულ განცხადებებს ლამის ქვეყანა გადააყოლეთ. მაშინ არ გახსოვდათ, რომ ხალხს უჭირდა?“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.