ვარლამ გოლეთიანი: ლევან ვასაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს

“ჩვენი ეს ბრძოლა არ შეჩერდება არცერთ შემთხვევაში”, – ამის შესახებ “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს.

გოლეთიანის თქმით, მათი ბრძოლა შეუვალია და უკომპრომისო.

“ჩვენი ეს ბრძოლა არ შეჩერდება არცერთ შემთხვევაში. რა ფორმა ექნება ამას, პიკეტირების კონკრეტული გეგმა, ან რა ქუჩას გადავკეტავთ და საერთოდ, რას დავაპიკეტირებთ არ არის გარკვეული მნიშვნელობის საკითხი. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და შეუვალი, უკომპრომისო მათ შორის იმ ნაწილში, რომ ეს ბრძოლა არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება.

არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომ ვიღაცამ არ მოგვისმინა და წავედით-დავიშალეთ. არ ვიცი, დაგვარბევს, დააკავებს ვინმეს თუ ა.შ. ეს არ იქნება გადაწყვეტის გზა. ნუ პროვოცირებენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, რომელი მხარეც უნდა იყოს ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ლევან ვასაძემ არ ვიცი მხარდაჭერაში რა იგულისხმა, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ არანაირი კომუნიკაცია არც ლევან ვასაძესთან და რომელიმე საზოგადოებისთვის ცნობილ პერსონასთან არ გვაქვს. დიდი მხარდაჭერაა ემიგრაციისგან და ეს ყველმა იცის”, – განაცხადა გოლეთიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები