თენგიზ ცერცვაძე: მინახავს, თავს როგორ იწონებენ იმით, რომ პირბადე არ უკეთიათ
“არის ბევრი ადამიანი, ვისაც ვირუსის არსებობის ისევ არ სჯერა, მინახავს, თავს როგორ იწონებენ იმით, რომ პირბადე არ უკეთიათ”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.
მისი თქმით, არავის სიამოვნებს პირბადის ტარება, მაგრამ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 80-90 პროცენტი პირბადეს ატარებს.
„არის ბევრი ადამიანი, ვისაც ვირუსის არსებობის ისევ არ სჯერა. მე მინახავს, თავს როგორ იწონებენ იმით, რომ პირბადე არ უკეთიათ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. უცხოეთშიც არავის სიამოვნებს პირბადის ტარება, მაგრამ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 80-90 პროცენტი პირბადეს ატარებს. შეიძლება შენ არ დაგემართოს, მეორე და მთავარი, შენ ხარ ინფექციის გავრცელების წყარო. ის, რომ დღეს 27 ადამიანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ვიღაცას არ ეკეთა პირბადე და იმ ვიღაცას ეს გაცნობიერებული არ აქვს, მან რომ პირბადე არ გაიკეთა, ამით ვიღაცა დააინფიცირა და ვიღაცებიდან 27 ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.