“ერთადერთი მიზნით ვართ აქ, რომ მშვიდობას დავუჭიროთ მხარი” – ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა

„ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი, ბზობის დღესასწაულის საზეიმო წირვას დედასთან ერთად ჭყონდიდში, სალხინოს მონასტერში დაესწრო.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ეპარქიაში დაპირისპირება უნდა დასრულდეს.

“ერთადერთი მიზნით ვართ აქ, რომ მშვიდობას დავუჭიროთ მხარი და გაგრძელდეს ეპარქიაში ცხოვრება ისე მშვიდობიანად, როგორც ის იყო. ამიტომ, უნდა დაბრუნდეს ყველაფერი თავის კალაპოტში. ეს არის ჩვენი ერთადერთი სურვილი”,-  ამბობს გოლეთიანი.

ცნობისთვის, მარტვილში,  ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები