ლევან დავითაშვილმა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესიაზე, რომელიც ცირკულარული ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას ეძღვნებოდა, მინისტრმა საქართველოს გარემოსდაცვით პოლიტიკაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტია და ყურადღება მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა კლიმატის ცვლილების შერბილების, განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებიც გააცნო. გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ონლაინ სესიაში მსოფლიოს 20 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები