„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა კიდევ ორი საათით გადაიდო
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა 19:00 საათისთვის გადაიდო.
შეხვედრა თავდაპირველად 14:00 საათზე იყო დაგეგმილი, შემდეგ 17:00 საათისთვის, ბოლო ინფორმაციით კი 19:00 საათისთვის გადაიდო. ევროკავშირის წარმომადგენლობაში არ აკონკრეტებენ, რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.