საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება.
ინფორმაცია “კვირას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია – “მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას”.