„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა „გუმათჰესთან“ გადაინაცვლეს

რიონის ხეობაში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა დატოვეს და „გუმათჰესთან“ გადავიდნენ, სადაც კარვები აქვთ გაშლილი.

როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს დღეს უკან დაიხევენ, ხვალ კი ისევ პროტესტს გააგრძელებენ.

„ ახლა ავდივართ კარვების მიმართულებით, რადგან ვხედავთ, რომ რეპრესიულად ცდილობენ დაშალონ ჩვენი აქცია. დავიხევთ უკან დღეს და ხვალ იგივე მოთხოვნებით გავაგრძელებთ პროტესტს.

პოლიცია არანაირ კომპრომისზე არ მოდის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ პროტესტი მშვიდობიანი იყოს. თუმცა, წავიდეთ საერთოდ სახელებში და პროტესტი არ გვქონდეს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის ჩარჩოებს არ გავცდეთ, მაგრამ პოლიცია თვითონ პროვოცირებს, თავიანთი შემოგზავნილი პროვოკატორებით. იქცევიან ისე, რომ მოხდეს დაპირისპირება პოლიციასა და ჩვენს თანამებრძოლებს შორის. მათ ამით სურთ პროვოკაციების გზით მიიღონ ლეგიტიმაცია დააკავონ ადამიანები და დაშალონ აქცია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები