რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია გრძელდება – კომპანია “ენკას” ოფისთან აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს (ფოტო)

რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია გრძელდება. სოფელ გუმათის ტერიტორიაზე კომპანია “ენკას” ერთ-ერთი ოფისის ტერიტორიაზე აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათ თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა მიეცეთ.

საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი დიალოგის პროცესში იმისთვის მონაწილეობენ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ რამდენად უკანონოა მეორე მხარის ქმედებები.

“ეს, როგორც ჩვენი ეკონომიკის მინისტრი იტყვის, არის პასუხი პასუხისთვის. განა არ ვიცით, რას გვეტყვიან, უბრალოდ, ამ დიალოგს აზრი იმისთვის აქვს ჩვენთვის, რომ საზოგადოებამ შეხედოს, რამდენად უკანონოა მათი მოქმედება”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციასთან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის გახსნაზე მოლაპარაკება გამართეს, რაც უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია “ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები