თამარ გაბუნია: მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას

“მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტოს მოკვლევა ჩატარებული აქვს.

„მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას, მანამდე ყველა მოსაზრება არის კვლავაც მოსაზრების დონეზე. საბოლოო სურათი დასკვნის შემდეგ გამოიკვეთება. რეგულირება აკეთებს დოკუმენტური ფაქტების მიმოხილვას, მაგრამ დოკუმენტური ფაქტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოო ფაქტები ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები