ვინ მიაწოდა პოზნერის თბილისში გადაადგილების მარშრუტი გიგა მაქარაშვილს – აქტივისტი ჟურნალისტის კითხვებს გაექცა
მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა – გიგა მაქარაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რუსი ჟურნალისტის – ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში გადაადგილების გუშინდელი მარშუტი გამოაქვეყნა, თუმცა, რუსულენოვანი „სქრინი“ წარწერით – „ხვალის გრაფიკი“ სოციალური ქსელიდან მალევე წაშალა.
მაქარაშვილმა POSTV-ის ახალი ამბების ჟურნალისტს არ უპასუხა, თუ საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია და გაიქცა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა, ამიტომაც, პოზნერმა ქვეყანა ვადაზე ადრე, ამ დილით დატოვა.