გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა.

“დღეს იყო ჩანიშნული პაემანი ადვოკატთან, მაგრამ ვერ შეძლო კონტაქტი, ცუდად გახდა, წაიქცა. 15 კილოგრამი აქვს დაკლებული 10 დღეში, არ იღებს არც საკვებს, არც მედიკამენტებს”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები