თენგიზ ცერცვაძე: თუ ასეთი პასიურობა იქნა, შეიძლება, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შეიძლება, ვაქცინაციის ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და, საერთოდ, საყოველთაო გახდეს.
„ორი საბჭოა, ერთი – ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე – იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს გამორიცხული არ არის, შესაძლოა, ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და, საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნა, შეიძლება, იყოს გახსნილი, საყოველთაო“, – განაცხადა ცერცვაძემ.
65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 25 მარტიდან შეუძლიათ.