ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სენატში საბოლოოდ გაცამტვერდა ოპოზიციის ორი ძირითადი პარადიგმა, რასაც ემყარება მათი წარუმატებელი საპოტესტო მოძრაობა, მითხარით, რა რჩება საპროტესტო 15 მაისისათვის
“სენატში საბოლოოდ გაცამტვერდა ოპოზიციის ორი ძირითადი პარადიგმა, რასაც ემყარება მათი წარუმატებელი საპოტესტო მოძრაობა, მითხარით, რა რჩება საპროტესტო 15 მაისისათვის?”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სენატში საქართველოსადმი მიძღვნილ მოსმენაზე მკაფიოდ ითქვა, რომ “ქართული ოცნება” არის მკვეთრად პროდასავლური და საქართველო რეგიონში ამერიკის საიმედო მოკავშირეა.
,,წუხელ ვაშინგტონში, სენატში საბოლოოდ გაცამტვერდა ოპოზიციის ორი ძირითადი პარადიგმა, რასაც ემყარება მათი წარუმატებელი საპოტესტო მოძრაობა.
— “გავრილოვის საჯდომის ერთ სკამში აღმოჩენა” 20 ივნისს.
— “არჩევნები გაყალბდა”.
სენატში საქართველოსადმი მიძღვნილ მოსმენაზე მკაფიოდ ითქვა, რომ “ქართული ოცნება” არის მკვეთრად პროდასავლური და საქართველო რეგიონში ამერიკის საიმედო მოკავშირეა. ვიღაც გავრილოვი არავის გახსენებია და არავის უთქვამს, ეს რა დაემართა ამერიკის ინტერესებს გავრილოვის საჯდომის გამოო.
ასევე, აღინიშნეს, რომ არჩევნები იყო დემოკრატიული და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, კრიზისი კი რუსებს აწყობთ. არავის უთქვამს, რომ თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები, თორემ საქართველოზე ხელს ავიღებთო.
მაინტერსებს, 15 მაისს რა აპროტესტებენ? და მართლა ჰგონიათ რომ ხალხი მივა არარსებული ამ ორი პრობლემის გამო?
“ქართული ოცნების” კრიტიკაც მოვისმინეთ სენატის კომიტეტის მოსმენაზე, მაგრამ იმ კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება მზად არის, რეფორმები გაატაროს საასამართლოში, პროკურატურასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში.
მითხარით, რა რჩება საპროტესტო 15 მაისისათვის?”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.