ნინო ჟვანია: ჩემმა შვილმა, ბესარიონმა, მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა, მადლობა პენიტენციურ დეპარტამენტს თანადგომისათვის
ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მის შვილ ბესარიონს მაგისტრატურის გამოცდის ჩაბარებას ულოცავს და პენიტენციურ დეპარტამენტს მადლობას უხდის.
,,ჩემმა შვილმა, ბესარიონმა, მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით 740 ტოპ 3%ში შევიდა. მადლობა პენიტენციურ დეპარტამენტს თანადგომისათვის,”- წერს ნინო ჟვანია.
ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბუსა, ბესარიონ ჟვანიას სამწლიანი პატიმრობა შეეფარდა.