თამარ გაბუნია: მტკიცებულება, რომელიც “AstraZeneca”-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირს დაადასტურებდა, არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მტკიცებულება, რომელიც “AstraZeneca”-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირს დაადასტურებდა, არ არსებობს.

მისივე თქმით, თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.

“დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს და თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.

მოგახსენებთ, რომ თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca-ს ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები