აჭარა „ITB Berlin“- ის ონლაინ გამოფენაზეა წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ონლაინ მონაწილეობს. რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს დეპარტამენტის წარმომადგენლები „ITB Berlin“-ზე ბიზნეს პარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს ონლაინ შეხევდრებისას აცნობენ. გამოფენაზე საქართველოს, დეპარტამენტთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული კომპანიები წარმოადგენენ. მსოფლიოში უმსხვილესი საქმიანი ტურიზმის გამოფენის ძირითადი პარტნიორი წელს საქართველოა, 2023 წელს კი ის გამოფენის მასპინძელი იქნება. მსოფლიოში პანდემიის დაწყებამდე აჭარისა და ზოგადად, ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის განმავლობაში მსოფლიოს 20-ზე მეტ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე უწევდა პოპულარიზაციას. რაც შეეხება მიმდინარე წელს, დეპარტამენტი რეგიონის წარდგენას 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გეგმავს.