გიორგი ვოლსკი: „ნაცებს” არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან

“მე მინდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართო, ეს ყველაფერი, ეს სიბინძურე, ეს უბადრუკი სცენარი დაწერილია იმისთვის, რომ როგორმე გარეთ გამოგიყვანონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შედეგები არ მოსწონს.

„ნაცებს” არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან. გეგონება, გადაწყვეტილია, რომ პრემიერმა უნდა იაროს მოლაპარაკებებზე; გეგონება – სხვა ამოცანები, რომლებიც მის წინაშე დგას, არ არის შესასრულებელი და ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მე მინდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართო, ეს ყველაფერი, ეს სიბინძურე, ეს უბადრუკი სცენარი დაწერილია იმისთვის, რომ როგორმე გარეთ გამოგიყვანონ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები