თამარ გაბუნია: COVAX პლატფორმას საქართველოსათვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია
“COVAX პლატფორმას საქართველოსათვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინასთან დამატებითი პირობის დასაზუსტებელი კონსულტაცია ამ კვირის ბოლომდე გაიმართება.
,,კონსულტაციის შემდეგ გვექნება იმის საშუალება რომ კონკრეტულად ვისაუბროთ მოწოდების ვადებზე.
„ასტრაზენეკას“ ლოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს მაისის ჩათვლით. საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვალში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 184 ათას დოზაზე მეტი რაოდენობა 314 ათას დოზამდე, ეს იყო პირველი ზღვარი, მაგრამ ეს რაოდენობა განსაზღვრული იყო ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“ ამას აზუსტებს, რომ ის რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს, საქართველოსთვის გამოყოფილი ვაქცინების დოზის შემცირებას. ივნისში მისაღები რაოდენობა დამატებით დაზუსტდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.