ამირან გამყრელიძე: დღეს „კოვაქს“ პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადავრიცხეთ, დარწმუნებულები იყავით, ამ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა

„დღეს ჩვენმა ცენტრმა „კოვაქს“ პლატფორმაზე გადარიცხა 575 ათასი დოლარი. დარწმუნებული იყავით, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია შემოვა ამ თვეში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მცდელობაა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყოს.

„დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „კოვაქს“ პლატფორმაზე გადარიცხა 575 ათასი დოლარი. ჩვენი ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით და დარწმუნებული იყავით, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია შემოვა ამ თვეში და ვაქცინაცია, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყება ქვეყანაში. გუშინ მივიღეთ შემოთავაზება „კოვაქსიდან“ ახალი ვაქცინის შესახებ, „ნოვავაქსი“ განთავსდება ორი თვის შემდეგ ამ პლატფორმაზე და გვეკითხებიან მზად არის თუ არა საქართველო. ეს არის ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს. გარდა „კოვაქს“ პლატფორმისა, ჩვენ „ნოვავაქსსა“ და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ფაიზერს“, იქნება სატელეფონო საუბარი და დარწმუნებული ვარ, იმ დოზებს, რასაც „კოვაქსი“ იყო შეპირებული, ამას ქვეყანა მიიღებს მალე. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა დღეს იცრება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინით.

რადგან საქართველოს აქვს შესაბამისი რეგულაცია, რომ ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ ვაქცინაცია დაიწყოს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები