კარლ ჰარცელი: შარლ მიშელი შეეცადა, თავისი ვიზიტით მოლაპარაკების პროცესისთვის ბიძგი მიეცა

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და შეშფოთებულია თავადაც”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელი შეეცადა, თავისი ვიზიტით მოლაპარაკების პროცესისთვის ბიძგი მიეცა.

„შარლ მიშელმა 24 საათი გაატარა საქართველოში, ის ნამდვილად მოცული იყო ქვეყნით, დინამიკით სხვადასხვა კუთხით. ძალიან დიდი ენერგია წაიღო მოლაპარაკებებმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც. ის შეეცადა, ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის და, როგორც იცით, მან შესთავაზა თავისი როლი პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები