პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 7 პირია დაკავებული

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 7 პირია დაკავებული, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა, თუმცა, ამ დრომდე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები