გიგა ბოკერია: მშვიდობიანი პიკეტირება იქნება

მშვიდობიანი პიკეტირება იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განუცხადა, მშვიდობიან პიკეტირებასთან დაკავშირებით, არაფერი შეცვლილა.

„მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა. ამიტომ არაფერი შეცვლილა. მშვიდობიანი პიკეტირება იქნება“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ხვალ ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები