რუსთავში გამართული აქციის მონაწილეები ქვემო ქართლის გუბერნატორსა და რუსთავის მაჟორიტარს ხვდებიან
რუსთავში გამართული აქციის ორგანიზატორებმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს, სადაც მათ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე ხვდებიან.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ მძღოლებმა რუსთავის შემოსასვლელი გადაკეტეს, ისინი საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვნა ქალაქის პირველ პირებთან შეხვედრა იყო. ადგილზე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მივიდა და აქციის ორგანიზატორებს საუბრის გაგრძელება ადმინისტრაციის შენობაში შესთავაზა.