“არავინ არანაირ თანამდებობას არ ტოვებს – გიორგი გახარია არის ძალიან სერიოზული, სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე და პოლიტიკოსი, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს”

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვოს.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია აბსურდულია.

„ არავინ არანაირ პოსტს არ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას. ის არის ძალიან სერიოზული, ღირსეული სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით, ქვეყანა უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც არასდროს, ახლა საჭიროა ერთიანობა. გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს და ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და უსაფუძვლო განცხადება, რაზეც არ ღირს კომენტარის გაკეთება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები