NDI: კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების მიმართულებით მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 60 პროცენტი კარგად აფასებს

კითხვაზე,  ჯამურად, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, 60 პროცენტი ფიქრობს, რომ კარგად. 33 პროცენტის აზრით, მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის.

გაზრდილია მთავრობის საქმიანობის შეფასება ნოემბრის მონაცემებთან შედარებით. კითხვაზე – გთხოვთ, მითხარით, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, 30-დან 50 პროცენტამდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელიც მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს. ნოემბერთან შედარებით, 64 პროცენტიდან 38 პროცენტამდე შემცირდა უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი. კითხვაზე 11-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის.

ენდიაი-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები