საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხევდრაზე წინანდალში უმასპინძლებს.

უწყების ინფორმაციით, არაფორმალური შეხვედრის დროს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს და ურთიერთიბების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები