ანდრია გვიდიანი: პანდემიის პირობებში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო, რაც ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაყოფიერ საქმიანობას

“პანდემიის პირობებში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო, რაც ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაყოფიერ საქმიანობას”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას ეკონომისტი დადებითად აფასებს.

მისი თქმით, სამინისტრომ შეძლო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში ბევრ საინტერესო ფაქტორზე იყო საუბარი. თუმცა, მე განსაკუთრებულად მინდა, გამოვყო უწყების როლი კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უამრავ გამოწვევებთან ერთად, ასეთ კრიზისულ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხობა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების უწყვეტობის შენარჩუნება. მინდა, აღვნიშნო, რომ ორივე მიმართულებით სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ერთმნიშვნელოვნად ნაყოფიერი იყო. პანდემიის გავრცელების პარალელურად, ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა სასოფლო სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საიმედოობის საკითხი, რასაც, ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღირსეულად გაუმკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ აქცენტი შიდა მოხმარების უზრუნველყოფაზე გადაიტანა და, შესაბამისად, ექსპორტი აკრძალა, ჩვენთან არცერთი წუთით არ იგრძნობოდა რაიმე სახის დეფიციტი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ თავი გაართვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების უწყვეტობის უზრუნველყოფას. დაწყებული საგაზაფხულო სამუშაოებიდან, დამთავრებული საშემოდგომო პერიოდში მოსავლის დაბინავებით, მთლიანი ჯაჭვი გამართულად მუშაობდა. არცერთი გლეხის მუშაობა წყალში არ ჩაყრილა და წარმოებული პროდუქციის დაბინავების პრობლემა არ დამდგარა. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და დასაფასებელია“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ლევან დავითაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები