თეა წულუკიანი: იუსტიციის ახალ მინისტრს დამოუკიდებლობა სჭირდება, გამორიცხულია, მას ეჯდეს ვინმე წულუკიანი და მის სუნთქვას გრძნობდეს კეფაში
„ახალი სახეების დროა”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა იუსტიციის ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ახალი სახეების დროა, მიუხედავად გამოწვევებისა, მინისტრისა და ჩემი გუნდის შედეგად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. მე არ მგონია მორალურად სწორი, რომ ადამიანმა, რომელმაც ვმართე 8 წელი იუსტიციის სამინისტრო, ახლა უნდა დავჯდე დარგობრივ კომიტეტში და ვაკონტროლო ის ადამიანი, ეს არასწორია.
იმ ადამიანს, რომელიც იქნება იუსტიციის ახალი მინისტრი, დამოუკიდებლობა სჭირდება. გამორიცხულია, მას ეჯდეს ვინმე წულუკიანი და მის სუნთქვას გრძნობდეს კეფაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.