დავით გადელია: ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე, არის ჟანგბადის კონცენტრატორები
“ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება, უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება როგორც თერაპიული სერვისის, ასევე, ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერმინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟანგბადის მიწოდებისა და ადგილების საკითხს.
„როგორც ყოველთვის, ესეც იყო ყოველკვირეული, ტრადიციული შეხვედრა, სადაც პრემიერმინისტრთან განვიხილავთ ჩვენს გამოწვევებს, მათ შორის, ჟანგბადის მიწოდების, ადგილების საკითხებს, რაც ძალიან აქტუალურია ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება, უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე, ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი”, – აღნიშნა დავით გადელიამ.