ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლებამ დროულად უნდა უპასუხოს ჩვენს შეთავაზებას, დაახლოებით ერთი კვირა აქვს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს

“ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და მათ გადაწყვეტილებაზე, რამდენად არიან მზად, დაძლიონ პოლიტიკური კრიზისი და ამის დაძლევის გზა არის მხოლოდ ერთი – ჩატარდეს ახალი არჩევნები”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციის შეთავაზებას დროულად უნდა უპასუხოს.

„ჩვენ ველოდებით პასუხს, ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, რადგან ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა. დროულად უნდა იყოს პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე. ჩვენი წინადადება ნამდვილად იყო ის წინადადება, რომელიც მხარეებს აძლევდა საშუალებას, პოზიციები დაახლოებულიყო. ვნახოთ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და მათ გადაწყვეტილებაზე, რამდენად არიან მზად, დაძლიონ პოლიტიკური კრიზისი და ამის დაძლევის გზა არის მხოლოდ ერთი – ჩატარდეს ახალი არჩევნები. როგორ უნდა მივიდეთ ამ ახალ არჩევნებამდე, სწორედ ეს საგზაო რუკა დავდეთ ჩვენს ელჩებთან და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ქვეყნისთვის რისი გაკეთება სჯობს. მე ჯერჯერობით ვერ შევალ სიღრმეებში, რა წერია ჩვენს წინადადებაში, თუმცა ამ დღეებში ამის დროც დადგება. როცა იქნება ოფიციალური პასუხი ხელისუფლებისგან, მაშინ ჩვენ უკვე შევძლებთ, საჯაროდ ვისაუბროთ იმ დოკუმენტზე, რომელიც წარვუდგინეთ ელჩებს. თუ ჩასატარებელია მესამე რაუნდი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პირველ სხდომამდე უნდა ჩატარდეს. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, დაახლოებით ერთი კვირა აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები