კარლ ჰარცელი: ამ დროის მანძილზე ვცდილობთ, სხვადასხვა მხარესთან პროგრესს მივაღწიოთ, დრო იწურება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დრო იწურება, ხოლო პროგრესის მისაღწევად შესაძლებლობები ჩანს.

„ამ დროის მანძილზე ვცდილობთ, სხვადასხვა მხრესთან პროგრესს მივაღწიოთ. დრო იწურება. ვცდილობთ, დისკუსიებმა საბოლოო შედეგის სახე მიიღოს და ვიპოვოთ გამოსავალი, რომელი უპასუხებს პარტიების შეშფოთებებს.
ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, მივაღწიოთ პროგრესს. ჩვენ, როგორც ფასილიტატორები, პოლიტიკური პარტიების ხელში ვართ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, რა შედეგებამდე მივალთ,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის შუამავალ ელჩებთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები