“სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციასა და უსამართლობას გავექეცი” – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძის გუშინდელ მიმართვას  პასუხობს, რომლის მიხედვითაც ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ექიმებს იმ ქვეყნის მიხედვას თხოვს, სადაც მოღვაწეობენ.

„საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა, როგორც – თქვენი…

სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციასა და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით, ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს. ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ, ცოდნითა და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს, ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება-მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში… მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა…

რაც შეეხება შეცდომებსა და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება…“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები