“მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, სადაც საქმიანობთ” – თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს მიმართავს

“მე ჯერ პირად საუბარში ვერავინ  დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რამე სერიოზული შეცდომა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმები ჩვენი სისტემის რაიმე კონკრეტულ ნაკლს ვერ ასახელებენ.

„მინდა, ვთქვა, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები ჩვენი ოპონენტები არიან და არ ნიშნავს იმას, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ძალიან ხშირად მიხდება მათთან პოლემიკა და მე ჯერ მათთაგან ვერავინ დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე სერიოზული შეცდომა ან არასწორად ვმართავთ პროცესს. ისინი რაიმე კონკრეტულ ნაკლს ვერ ასახელებენ. მე მათთვის მომყავს მაგალითი – მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, სადაც საქმიანობთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები