სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს პრიორიტეტული ჯგუფი დაემატა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020 -2021 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკჯგუფების ცვლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატა.
“გაცნობებთ, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს დაემატა კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) პედაგოგები და 65 წლის და უფროსი ასაკის პირები;
შეხსენების მიზნით, კვლავ მოგაწვდით 2020–2021 წლის გრიპის სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკჯგუფების და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფების ჩამონათვალს, რომელიც განისაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების და ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები:
ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;
ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;
ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ბ.ბ) ორსულები;
ბ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები) პედაგოგები;
ბ.დ) 65 წლის და უფროსი ასაკის პირები;
გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის N 01/ – 6/ნ ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:
გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:
გ.ა.ა.) ექიმები;
გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;
გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
გ.ა.ე.) ბებიაქალები;
გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;
გ.ა.ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;
გ.ბ.) ვეტერინარ იასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; გ)მონადირეები;
გ.ბ.დ.) ვეტერინარები;
გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:
გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;
გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,
გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება,
გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
ზემოთ განსაზღვრული 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფების გარდა, ვაქცინაციას დაექვემდებაროს, მათი ოჯახის წევრები (უპირატესად ბავშვები).
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრები მიმდინარეობს სანოფი პასტერის წარმოების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. მწარმოებელი ქვეყანა არის საფრანგეთი. ვაქცინის სამარკო დასახელებაა ვაქსიგრიპ ტეტრა/VAXIGRIP TETRA. მისი თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობასთან. ვაქცინა არის ოთხ კომპონენტიანი.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.