“მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს” – გრიგოლ ვაშაძე განცხადებას ავრცელებს

“მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

შეგახსენებთ, მანამდე სააგენტო “ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები