ანდრია გვიდიანი – საქართველოს და აშშ-ს შორის თანამშრომლობა რომ უპრეცენდენტო დონეზეა, ეს კარგად იციან ოპოზიციაში
ეკონომიკის ექსპერტმა ადრია გვიდიანმა აშშ-ის და საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რეფორმების ეფექტიანად განხორციელება, მყარი საფუძველია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური საცირკო-საესტრადო წარმოდგენების კვალდაკვალ საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ღრმავდება.
გამოქვეყნდა ამერიკის სავაჭრო პალატის ანგარიში, სადაც საუბარია იმ მიღწევებზე, რომელსაც საქართველომ შრომითი და სხვა კანონმდებლობების დახვეწის კუთხით მიაღწია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
თავის მხრივ, რა თქმა, უნდა რეფორმების ეფექტიანად განხორციელება, მყარი საფუძველია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შესაბამისად, ასეთი პოზიტიური ანგარიშები და შეფასებები დამატებითი დასტურია, რომ ჩვენი ქვეყნის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის.
„საქართველოს და აშშ-ს შორის თანამშრომლობა რომ უპრეცენდენტო დონეზეა, ეს კარგად იციან ოპოზიციაში. სალომე სამადაშვილის ჩანაწერიდანაც ჩანს, რომ ოპოზიცია აცნობიერებს აშშ – სთვის მოქმედი ხელისუფლების კომფორტულობას,“ – აღნიშნა ექსპერტმა.
აშშ – ის სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშის თანახმად საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, წარმატებით გაიარა GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურა და ქვეყანა შეინარჩუნებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სარგებელს.