ზურაბ ჯაფარიძე: “გირჩმა” შევძელით, 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ახალგაზრდას იმედი და რწმენა გავუჩინეთ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრება
“გირჩმა” შევძელით, 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ახალგაზრდას იმედი და რწმენა გავუჩინეთ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრება, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ,,ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, “გირჩი” ახალგაზრდებს მომავლის პერსპექტივას სთავაზობს.
“დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოვიდა, ვინც მხარი დაუჭირა “გირჩს”, ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არჩევნებზე საერთოდ არ დადიოდა, მეტიც, საერთოდ ჩაქნეული ჰქონდა ხელი მომავალზე, ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავდა, გაქცევაზე იყო ამ ქვეყნიდან. ჩვენ, “გირჩმა” შევძელით 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ახალგაზრდას იმედი და რწმენა გავუჩინეთ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრება. ფუნდამენტურად სხვა ხალხი ვართ, ,,გირჩი” არ არის სტანდარტული პარტია,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.