“აჭარა, თბილისი და იმერეთი კვლავ ცხელი წერტილებია, ჯერ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, აჭარა, თბილისი და იმერეთი კვლავ ცხელი წერტილებია.
„სამი ცხელი წერტილი რჩება – აჭარა, განსაკუთრებით ბათუმი, თბილისი და იმერეთი – ქუთაისი. ამიტომ, ჯერ დამშვიდების არავითარი საფუძველი არ გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ სტაბილიზაციის ნიშნებია. ამიტომ, ყველა წესი და რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.