მარინა ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 360 კი აჭარაში დაფიქსირდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში დაფიქსირდა.
„თბილისში დაფიქსირდა შემთხვევების 40 პროცენტი, რაც შეესაბამება 469 პაციენტს, აჭარაში – 30 პროცენტი, ანუ 360. იმერეთში შემცირდა, გარკვეულწილად, დღეს არის 99 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში -78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში -73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში -14, სამცხე ჯავახეთში – 7“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.